Monday, October 19, 2009

მარგარეტი


მარგარეტ ბიუარკ-უაითი დაიბადა 1904 წელს, ნიუ-იორკში. 1922 წლიდან სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე. სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა მარგარეტს ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ. რამდენიმე წელიწადში მან მიიღო მონაწილეობა ფილმის გადაღებაში, რის დროსაც შეიმუშავა გადაღების ახლებური მეთოდები ფოტოგრაფიაში.

1929 წელს მარგარეტი მოწვეულ ჟურნალისტად იწყებს მუშაობას გაზეთში "Future". ის იყო ერთადერთი დასავლური სამყაროს წარმომადგენელი ფოტოჟურნალისტი, რომელსაც შეეძლო საბჭოთა კავშირში ჩასვლა და დოკუმენტური მასალების ოფიციალურად მოძიება. ასევე მარგარეტი იყო ერთადერთი ქალი ფოტოგრაფი, რომელმაც დაიწყო მუშაობა "Live"-ში თავად ჟურნალის რედაქტორის ინიციატივით. მოგვიანებით კი მას ერგო პირველი ქალი კორესპონდენტის ”სტატუსი”. მისით ინტერესდებოდნენ ისეთი ცნობილი და გავლენიანი გამომცემლები, როგორებიც იყვნენ ჰენრი ლუისი და სხვანი.

მარგარეტის ბიოგრაფია სავსეა საინტერესო ფაქტებით. ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტი მისი ბიოგრაფიისა არის მეორე მსოფლიო ომი. ამ ფოტოებმა მარგარეტი აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოჟურნალისტად. მარგარეტი თავისი ფოტოებით გვიამბობდა იმდროინდელი ევროპის ტრაგედიაზე, იმდროინდელ სოციალურ მდგომარეობასა და დეპრესიაზე. მისი ფოტოების ციკლი გამოხატავს ომის პერიოდის და აგრეთვე ომის შემდგომ ვითარებას მთელ ევროპასა და ამერიკაში.
მარგარეტ ბიუარკ-უაიტი იყო ნოვატორი დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში. იგი დღემდე საკულტო ფიგურას წარმოადგენს როგორც ფოტოჟურნალისტებისთვის, ასევე ფემინისტური იდეოლოგიის მიმდევართათვის.

1963 წელს მარგარეტმა გამოსცა თავისი ავტობიოგრაფიული რომანი სახელწოდებით “ჩემი პორტრეტი”.

მარგარეტ ბიუარკ-უაითი 1971 წელს გარდაიცვალა პარკინსონის დაავადებით.

No comments:

Post a Comment