Monday, April 12, 2010

Fiasco of Primary Election in Tbilisi


Opposition kills proposed primary to select one leader for Mayor’s Race.
TBILISI, Georgia - A proposed primary election in Tbilisi in March could have united a splintered opposition behind one candidate who might have offered real competition against the ruling party incumbent during the upcoming mayor’s race in May.
But in the end, an inability for the opposition parties to agree upon terms killed the measure, which would have held a special election to allow all voters to select the most popular opposition candidate in the pre-election race. It highlights the continued inability of the fractious opposition movement to exert any major participation in Georgian politics, or to be considered a serious choice among voters.

The Mayor’s race on May 30 will be the first time that Tbilisi voters will directly elect a mayor, rather than selecting a political party. The mayor must receive at least 30 percent of the vote to take office.

Right now, that means the National Movement’s current mayor of Tbilisi, Gigi Ugalava, has the lead. Recent polls show Ugulava holds a comfortable lead against any opposition candidates. Ugulava ranks at 37.4 percent compared to the next highest candidate, opposition alliance for Georgia, Irakli Alasania, the ex-ambassador of Georgia in UNO, who polled at13.3 percent, according to a November 2009survey conducted by the Caucasus Research Resource Center (CRRC) for the USAID-funded National Democratic Institute. The second largest group of voters, about 26 percent, was undecided, according to the poll.

That left an opening for a strong opposition candidate, according to initiator of the proposed primary,Zviad Dzidziguri, candidate for the mayor’s race and chairman of the Conservative Party. He claimed that a primary is a perfect chance to show an oppositionist leader and make united force against the government, rather than scattering the opposition vote among several opposition parties
“Now is not the time for political ambitious and conflicts among oppositionists,” he said. “The major purpose is to show a leader, the only candidate for the election of the mayor of Tbilisi.”

The supporters of the primary election’s idea were Dzidziguri’s Conservative Party, the People’s party, which was proposing Koba Davitashvili as a mayoral candidate, and The Movement for Free Georgia, which hasn’t selected its own candidate for these elections yet.

The primary never got further than discussions amongst the oppositions. Georgia’s election law contains nothing specific about primary elections, but it doesn’t prohibit them either.

If the primary had taken place, the process would be simple and familiar for voters, with a special election being organized by a special election committee appointed by the opposition parties. The Central Election Commission, which runs all elections in Georgia, would have played no part in the election.

According to the primary’s supporters, there would be the polling places in Tbilisi, there would be lists of voters, including those who are registered in Tbilisi till 2010 and every citizen should be informed about his/her registration. A special election committee, consisted of the members of participated parties, NGOs and representatives of the international organization IRAI, would have been able to count votes and present the one candidate, representing united opposition of Georgia.

The majority wasn’t excited about the idea of primary elections, but they wouldn’t have blocked it. Pavle Kublashvili, a parliamentarian for the ruling National movement party, says:

“Georgian opposition is too much separated, that it needs no prohibition by codex. Firstly the idea of primary elections seemed very ridiculous. But we are a country with a claim on democracy. So, we aren’t able to rebut politicians’ will.”

Yet in the end, it was other opposition parties who couldn’t support the measure. Several opposition parties, including Alasania’s Alliance for Georgia, claimed that a primary wouldn’t necessarily bring about a democratically elected opposition leader.

“Candidates with a good election campaign and a lot of money, could poll more than the others and the primary idea wouldn’t be able to show the real leader of opposition, selected by voters,” according to Zurab Abashidze, member of the Alliance for Georgia.

This was the party’s latest reasoning, though it’s leader, Alasania, the most popular opposition candidate who stood to gain the most from a primary election, initially supported the concept, saying it was the ”only way to bring to light the candidate’s chances in Georgia.”

But later he changed his mind, suggesting his party do polling research instead.

This has left the opposition doing what it always does during election time – challenging the credibility of the election results, a not difficult charge when reviewing Georgia’s spotty fair election record, but a strategy that hasn’t worked for them in the past, either.

Kublashvili claims that enough procedures have been set in place so that all candidates have a fair chance to win the May 30 election.

“Our oppositionists like to gossip with each other and claim that people in Tbilisi won’t be able to participate in the elections,” he said. “But there are changes in the election law that should protect voters, including the 30 percent minimum threshold, increased time of procedures of elections and to appoint opposition candidates to secretary posts..”

სტივენი VS. სტეფანი

სისხლისმსმელი მარგინალები ანუ ვამპირული ლიტერატურა


ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე „თავზეხელაღებულმა“ კვლევითმა ცენტრმა მსოფლიო მასშტაბით გამოკითხვა რომ ჩაატაროს იმის დასადგენად, რამდენ ადამიანს მოსწონს სტეფანი მეიერის „ბინდი“, მძაფრსიუჟეტიანი მისტიკის მოყვარულები დიდ იმედგაცრუებას მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. „თვაილაითერების“ (როგორც მეიერის ფანები საკუთარ თავს უწოდებენ) რიცხვი განუსაზღვრელად დიდია. ჯერ მარტო Facebook-ზე მეიერის ბესტსელერი 9 215 984 ადამიანს მოსწონს.თუმცა ამ ოპუსში სულაც არ ვაპირებ „ბინდის“ მოყვარულების გემოვნების თუ უგემოვნების გაკრიტიკებას და იმაზე მსჯელობას, რატომ მოსწონს თითქმის ათ მილიონ ადამიანს მეიერის ბესტსელერი გაცილებით მეტად, ვიდრე „თამაში ჭვავის ყანაში“, „ხმაური და მძვინვარება“, „დიდი გეტსბი“, „პატრიარქის შემოდგომა“, „ხაზარების ლექსიკონი“ და სხვა ჩემთვის საყვარელი წიგნები. ეს უბრალოდ დროის ამაო ფლანგვა იქნება, იმიტომ რომ კარგ მკითხველს ჩემზე უკეთ მოეხსენება დღევანდელი ტენდენცია მსგავს ნაწარმოებებთან მიმართებაში, ამიტომაც მირჩევნია ვამპირულ ლიტერატურასა და მძფრსიუჟეტიანი მისტიკის შემქმნელებზე ვისაუბრო.

ანგლო-ამერიკული ლიტერატურის პირველი ვამპირული ნაწარმოები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯორჯ ბაირონის შთაგონებით დაიწერა. რომანტიკოსი პოეტის მეგობარმა და მკურნალმა ექიმმა ჯონ პოლიდორიმ მისი პროტოტიპი ვამპირიზმით დაავადებული ლორდი რუტვენის სახით შექმნა. 27 წლის მწერლის ნოველა „ვამპირი“ ლონდონის ერთ-ერთ ლიტერატურულ გაზეთში ავტორის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 1819 წელს გამოქვეყნდა და კონსერვატული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ჩვეულებისამებრ, „ვულგარულ“ და „ეშმაკისეულ“ მწერალს (ამგვარი ეპითეტებით მას იმდროინდელი კრიტიკოსები ამკობდნენ) მიმდევრები მალე გამოუჩნდა. დაახლოებით 150 წლის შემდეგ კი თავად პოლიდორი არაერთი ნაწარმოებისა და ფილმის პროტაგონისტად იქცა. მაგალითად, სტენლი კუბრიკის ფილმის „გოთიკა“ მთავარი პერსონაჟები სწორედ ბაირონი, შელი, მისი ცოლი მერი და ჯონ პოლიდორი არიან. ერთი სიტყვით, ვამპირულმა ლიტერატურამ განვითარება სწორედ რომანტიზმის ხანაში დაიწყო და განსაკუთრებული სახეცვლილება პოსტმოდერნიზმის ეპოქაში განიცადა.

დავბრუნდეთ კვლავ მე-19 საუკუნის ინგლისში. ჯონ პოლიდორის „ვამპირის“ გამოქვეყნებიდან რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში იბეჭდება უცნობი ავტორის მოთხრობა „ვამპირი, სახელად ვერნი“. ცოტა ხანში ამას მოჰყვება ნაწარმოები „კარმილა“, რომელშიც მოთხრობილია ვამპირი კარმილასა და ლაურას ლესბოსური სიყვარულის ამბავი. რომანის ავტორი შერიდან ლე ფონი გახლავთ. მან ნაწარმოებს ეროტიკული გრაფიკაც დაურთო. ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა საზოგადოებისგან მსგავს პუბლიკაციას, ხოლო ირლანდიურმა ჟურნალმა The Dark Blue, სადაც ლე ფონის რომანი გამოქვეყნდა, დროებით არსებობა შეწყვიტა. ვამპირულ ნაწარმოებებს ევროპაში ტაბუ დაედო, სანამ შოტლანდიელმა მწერალმა ბრემ სტოკერმა რუმინელი მეფის ვლად ცეპეშის საკუთარი ლეგენდა არ შექმნა და ვამპირული პროზის 25-წლიანი „დუმილი“ არ დაარღვია ეპისტოლარული რომანით „დრაკულა“.

თუკი ვამპირები რეალურად არსებობენ და მიწისქვეშეთში გადამალულები ფარულად აკვირდებიან თანამედროვე ცხოვრების ნერვულ რიტმს, ყველაზე მეტად მათ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის კინემატოგრაფიას უნდა უმადლოდნენ, მაგრამ ვამპირული კინო არ შეიქმნებოდა, მანამდე ვამპირულ ლიტერატურას რომ არ ეარსება. გერმანელი ექპრესიონისტის ფრედერიკ მურნაუს ფილმი „ნოსფერატუ“ სწორედ ბრემ სტოკერის რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს, განსხვავებული სახელწოდება კი რეჟისორმა იძულებით შეურჩია. სტოკერის ანდერძის თანახმად, „დრაკულა“-ს ეკრანიზაცია მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 80 წლის შემდეგ იქნებოდა ნებადართული, ამიტომაც მთავარი გმირი ტრანსილვანიელი გრაფი დრაკულა კი არა, გრაფი ორლოკია. მურნაუს ვამპირი სულაც არ ჰგავს ბრედ პიტის პერსონაჟს ფილმიდან „ინტერვიუ ვამპირთან“ და არც მეიერის ვეგეტარიანელ ედვარდს, იგი ცოცხალი გვამივით შიშის მომგვრელია. მოგვიანებით სისხლისმწოველი არსებით ჰოლივუდიც დაინტერესდა, დროთა განმავლობაში კი ფრანკენშტეინისა და ზომბისგან განსხვავებით კინემატოგრაფიაში ვამპირმა სექსუალური და ქარიზმატული პერსონაჟის სახე შეიძინა, რითაც იგი კვლავ პოლიდორისეულ არსებას დაემსგავსა, ვიდრე სტოკერისას, რომელიც მურნაუმ და მსახიობმა მაქს შრეკმა ეკრანზე კიდევ უფრო შემზარავად წარმოაჩინეს. ერთი სიტყვით, დღედღეობით თანამედროვე საზოგადოება ვამპირის ყველაზე „ნათელ“ და „რომანტიკულ“ მხარეს იცნობს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მითოსურ არქეტიპთან, მრავალი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა სახელს რომ იძენდა. ვურდალაკი, უპირი, სტრიგოი, ვრიკოლაკა, ჩუპაკაბრა, ლამია, სტრიქსი - ყველა მათგანი ვამპირის სახელწოდებაა, სხვადასხვა დროსა და ეთნოსში წარმოქმნილი, მათ შორის სხვაობა მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებშია. ვამპირის პოპულარიზაციას დადებითი კუთხით ხელი შეუწყო 60-იანი წლების სექსუალურმა რევოლუციამ, როცა ადამიანის სისხლის სმა მისტიკური რიტუალის გარდა სექსის შემადგენელ ელემენტად იქცა. დროთა განმავლობაში კი „ვამპირული ორგია“ პორნო ინდუსტრიამაც აითვისა.


ბოლო ათწლეულების მანძილზე დასავლურ სამყაროში ვამპირული კინოსა და ლიტერატურის განვითარებასთან ერთად ჩამოყალიბდა ვამპირული კულტურა, როგორც ნაწილი ნეოგოთური სუბკულტურისა, რომელიც ათიათასობით სუბიექტისგან შემდგარ სოციალურ ჯგუფს აერთიანებს. მაგრამ მე ვერ გამიგია ვინ არიან „თვაილაითერები“, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია ვეგეტარიანელი ვამპირისა და თინეიჯერი გოგოს სიყვარულის ამბით ცხოვრობენ, ამ უკანასკნელს კი ვერაფრით გაურკვევია, მაქცია ჯეიკობი უფრო უყვარს თუ ვამპირი ედვარდ კალენი, რომელიც სექსზე გამუდმებით კატეგორიულ უარს უცხადებს, ვინაიდან ზედმეტად „პატიოსანი“ და „რაფინირებულია“.

2009 წელს ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმა „New-York Weekend“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არ დამალა თავისი აღშფოთება „ბინდის“ ფანების მიმართ. მან თქვა, რომ მთავარი ხიბლი მძაფრსიუჟეტიანი მისტიკისა შიშით გამოწვეული ადრენალინის მატებაა, რომელიც დროთა განმავლობაში დამოკიდებულებასაც კი იწვევს. ჟურნალისტმა კინგს ჰკითხა თუ რას ფიქრობს ჯ. ქ. როულინგისა და სტეფანი მეიერის შემოქმედებაზე.

„როულინგის ნაწარმოებში არის ისეთი მომენტები, რომელსაც შეუძლია შიში მოჰგვაროს მკითხველს, განსხვავებით მეიერის „ბინდისაგან“.“ - ამბობს კინგი. „თუ ვამპირულ რომანს არ შეუძლია შეაშინოს მკითხველი, ეს ნიშნავს, რომ მწერლის მიზანი მიუღწეველია. მე ამ ახალგაზრდა გოგონას ვურჩევდი, რომ დაანებოს ჰორორის წერას თავი, ვინაიდან „ბინდი“ ძალიან ცუდი ნაწარმოებია, მას კი სხვანაირად წერა არ შეუძლია“

თავად სტივენ კინგი 115 მოთხრობის, 11 ნოველის, 17 რომანის, 12 პოემისა და 4 პიესის ავტორია, თუ არ ჩავთვლით თავისივე ნაწარმოებების ეკრანიზაციისთვის დაწერილ სცენარებს. კინგი 19 სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, მათ შორის ბრემ სტოკერის სახელობის პრემიისა რომანისთვის „ბედი იერუსალიმისა“ იგივე „Salem’s Lot”, რომელიც მის შემოქმედებაში ერთადერთი ვამპირული რომანია. მისი პერსონაჟები რადიკალურად განსხვავდებიან მეიერის ვამპირებისგან. უფრო მეტიც, იმდენად განსხვავდებიან, რომ ღამით ბნელ ოთახში, თუკი ეს ნაწარმოები გვერდით გიდევთ, აუცილებლად შუქს აანთებთ და წიგნს სათაურით „Salem’s Lot” საგულდაგულოდ გადამალავთ, რომ მისმა პერსონაჟებმა გამოგონილი ქალაქი-აჩრდილიდან შემთხვევით თქვენს ძილში არ შემოაღწიონ.