Monday, December 7, 2009
სილვია პლათის “ლედი ლაზარე”
1963 წელს ლონდონში ყველაზე ცივი ზამთარი მოვიდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. 11 თებერვალს, დილით ადრე, ნოთინგ ჰილის ერთ-ერთი სამსართულიანი სახლის ბოლო სართულზე, გაზით თავი გაიგუდა ქალმა, რომელმაც მაგიდაზე მიყრილ ქაღალდებს შორის დატოვა ის, რასაც სილვია პლათი ჰქვია.
ლექსი “ლედი ლაზარე” მის გარდაცვალებამდე დაახლოებით ოთხი თვით ადრე დაიწერა. მისი ცხოვრების მესამე ათწლეული ფატალური აღმოჩნდა; ოცდაათიწლის ქალმა და იმდროინდელ ლიტერატურულ წრეებში ნაკლებად აღიარებულმა პოეტმა ვერაფრით გადააბიჯა საფეხურს, რომელსაც მეოთხე ათწლეულში უნდა გადაეყვანა. ნაწარმოებში იგი რამდენჯერმე ახსენებს სუიციდის წარუმატებელ მცდელობებს და მესამეზე მიანიშნებს მკითხველს. ეს აღარ იქნება ერთ-ერთი მცდელობა, არამედ უკანასკნელი, “ყველაზე თეატრალური და სრულყოფილი”, მისივე თქმით. ლექსის სათაური უკავშირდება ბიბლიურ პერსონაჟს, ლაზარეს, თუმცა ეს სახელი აქ ერთგავრი აქსესუარია და მხოლოდ მეტამოზირებულ დატვირთვას თუ ატარებს იმ ადამიანისა, რომელიც ორი განზომილების გზაჯვარედინზე აღმოჩნდა და კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდა, მსგავსად ნაწარმოების პერსონაჟისა. იუდეველთა ტილოს ხსენებაზე, რომელშიც მისი გვამია გახვეული, ისეთივე სამარხი დგება თვალწინ, სადაც ებრაელები თავიანთ მკვდრებს ინახავდნენ. მსგავსი ალუზიები უკიდურესად მძაფრ განცდებს იწვევს მკითხველში.
“Soon, soon the flesh
The grave cave ate will be
At home on me
And I a smiling woman.
I am only thirty.
And like the cat I have nine times to die.”
მიუხედავად იმისა, რომ პლათის შემოქმედებაში არაერთხელ შეიძლება გადავაწყდეთ მითოლოგიურ არქეტიპებს, მითუმეტეს ანტიკურ ფემინურ ხატებებს, აღნიშნულ ნაწარმოებში არქტიპად თავად ავტორი გარდაისახება. იგი ხდება სიბილა, სასტიკი და დაუნდობელი პითია, რომელმაც საკუთარი კატასტროფა უნდა იწინასწარმეტყველოს. ავტორი უკიდურესად გულწრფელია. იგი არ ერიდება ადამიანებს, არ ერიდება ღმერთს, არც სატანას; არ ერიდება მტერს და ირონიით მიმართავს მათ. მას შეუძლია გაიძროს ჯვალოები გახრწნილი სხეულიდან და შეისხას ხორცი. სამარხიდან გამოსულმა კი უსიცოცხლო ადამიანებს ჩამოურიგოს საკუთარი კიდურები.
პლათის ლექსს თან სდევს უკიდურესი ირონია. იგი ხდება მოწამე, რომელიც საიქიოდან სადღაც ბრუნდება... ჯოჯოხეთში, ან ჯოჯოხეთიდან სააქაოში, სადაც მკვდრეთით აღმდგარმა ყველაფერი უნდა გაანადგუროს, ნაცრად აქციოს, ისევ მოკვდეს და ისევ გაცოცხლდეს, როგორც ერთხელ, ბავშვობაში. სამარხიდან გამოსული საკუთარ თავს ძლივს სცნობს და უეცრად ძველ ზარხუფში ბრუნდება – სარდაფში, სადაც სასწაული მოხდა. მისი სიცოცხლის მეორე ათწლეულის დამლევს თავის მოკვლა სცადა. როდესაც უგონო და მოკუნტული იპოვეს, “მატლები მარგალიტებივით ეყარა კაბაზე” (წერს ლექსში), მაგრამ გაცოცხლა, რის გამოც “სასწაული” უწოდეს მას სხვებმა. ამ “სასწაულს” ჩვეული ირონიითა და გროტით იხსენებს ავტორი და უფრო მეტი ირონიითა და სიძულვილით მოიხსენებს იმ სხვებს, ადამიანებს, ექიმსა და მტერს. საკუთარ არქეტიპად ქცეული პოეტი ღმერთსა და ეშმაკს ერთნაირად მიმართავს, უკვე სულერთია მისთვის. ორივეს უბრძანებს, რომ განერიდონ, რადგან გაცოცხლა, ფერფლიდან აღსდგა, ამ ფერფლში კი მხოლოდ ნიშნობის ბეჭედსა და საპნის პატარა ნაჭერს თუ აღმოაჩენს ვინმე. ესეც ალბათ მისი წინა ცხოვრების ნარჩენებია – ქორწინება, შოკოთერაპიის კურსი, ლოურენსის მწერალთა სკოლა. .
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ლაზარე პირდაპირ კავშირში არ იმყოფება ლექსის ფაბულასთან. იგი სიკვდილის გადალახვის სიმბოლოდ გვევლინება მხოლოდ, ვინაიდან ავტორი არ ჰგავს ლაზარეს ფემინურ სახეცვლილებას.
ნაწარმოების მიხედვით სილვია პლათი თითქოს გარიგებას დებს თანატოსთან. ამერიკელმა კრიტიკოსმა კერენ კაიმ ალბათ ტყუილად არც ახსენა ბერძნული მითოსის მიხედვით სიკვდილის განსახიერების სახელი მის შემოქმედებასთან დაკავშირებით. თავის ესსეში, სახელწოდებით “კონფესიონალისტი პოეტები”, იგი წერდა, სილვია პლათი და ენ სექსტონი მიეკუთვნებიან იმ პოეტთა ჯგუფს, რომელთა ლექსებში ეროსისა და თანატოსის სახეები ხშირად მეტაფორიზირებულად ერწყმის ერთმანეთს.
ლექსი “ლედი ლაზარე”, რომელიც 1962 წლის ოქტომბერში დაიწერა, შესულია პლათის ბოლო კრებულში “არიელი”. მოგვიანებით იგი 20-ე საუკუნის ანგლო-ამერიკული პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტურ კრებულად აღიარეს.
2009 წლის 16 მარტს ქალაქი ფეირბენკის ერთ-ერთ სახლში თავი ჩამოიხრჩო ალიასკის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელსაც მაგიდაზე ედო წიგნი, სახელწოდებით “არიელი”. პროფესორი ნიკოლას ჰიუზი გახლდათ, სილვია პლათის უმცროსი შვილი.
Lady Lazarus
I have done it again.
One year in every ten
I manage it----
A sort of walking miracle, my skin
Bright as a Nazi lampshade,
My right foot
A paperweight,
My face a featureless, fine
Jew linen.
Peel off the napkin
0 my enemy.
Do I terrify?----
The nose, the eye pits, the full set of teeth?
The sour breath
Will vanish in a day.
Soon, soon the flesh
The grave cave ate will be
At home on me
And I a smiling woman.
I am only thirty.
And like the cat I have nine times to die.
This is Number Three.
What a trash
To annihilate each decade.
What a million filaments.
The peanut-crunching crowd
Shoves in to see
Them unwrap me hand and foot
The big strip tease.
Gentlemen, ladies
These are my hands
My knees.
I may be skin and bone,
Nevertheless, I am the same, identical woman.
The first time it happened I was ten.
It was an accident.
The second time I meant
To last it out and not come back at all.
I rocked shut
As a seashell.
They had to call and call
And pick the worms off me like sticky pearls.
Dying
Is an art, like everything else,
I do it exceptionally well.
I do it so it feels like hell.
I do it so it feels real.
I guess you could say I've a call.
It's easy enough to do it in a cell.
It's easy enough to do it and stay put.
It's the theatrical
Comeback in broad day
To the same place, the same face, the same brute
Amused shout:
'A miracle!'
That knocks me out.
There is a charge
For the eyeing of my scars, there is a charge
For the hearing of my heart----
It really goes.
And there is a charge, a very large charge
For a word or a touch
Or a bit of blood
Or a piece of my hair or my clothes.
So, so, Herr Doktor.
So, Herr Enemy.
I am your opus,
I am your valuable,
The pure gold baby
That melts to a shriek.
I turn and burn.
Do not think I underestimate your great concern.
Ash, ash ---
You poke and stir.
Flesh, bone, there is nothing there----
A cake of soap,
A wedding ring,
A gold filling.
Herr God, Herr Lucifer
Beware
Beware.
Out of the ash
I rise with my red hair
And I eat men like air.
http://www.youtube.com/watch?v=esBLxyTFDxE
Subscribe to:
Posts (Atom)